საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თეიმურაზ ჭკუასელის და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ზაალ სარაჯიშვილის შეხვედრა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურთან, დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან

მედია და საზოგადოება 08 Jun 2015
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თეიმურაზ ჭკუასელის და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ზაალ სარაჯიშვილის შეხვედრა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურთან, დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან

ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების პრობლემური საკითხები და მათთან ურთიერთობის სამომავლო გეგმები, ქართული სამეფო კარის მიზნები, ამოცანები, და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა იყო საუბრის თემა შეხვედრაზე, რომელიც დღეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ჭკუასელს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს, ზაალ სარაჯიშვილსა და საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პოპულარიზაცია, ემიგრაციაში, დიასპორაში მყოფი ქართველებისთვის ქართული ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ხელშეწყობა არის სწორედ ის საკითხები, რაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საპარლამენტო კომიტეტს და ქართული სამეფო ოჯახის თანამშრომლობას უდევს საფუძვლად.

„ევროპაში არსებულ არამმართველ სამეფო სახლებს აქვთ საზოგადოებრივად აქტიური ფუნქცია, რომელიც ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, მომავალ თაობაზეა ორიენტირებული და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობას ითვალისწინებს. შესაბამისად, ქართულ სამეფო სახლთან ერთად პირველ ეტაპზე შეირჩა სწორედ მიმართულება, რაც სამეფო სახლის ახალგაზრდებისადმი მხარდაჭერაში და ჩართულობაში გამოიხატება“, - განაცხადა შეხვედრაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა.

შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს უკვე განხორციელებული პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს პროექტზე  “დევნილთა სამოქალაქო ჩართულობისა და განათლებისთვის“, რომელიც დიასპორის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა თანადგომისა“ და სამეფო სახლის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში დევნილებთან სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით რამდენიმე შეხვედრა შედგა. პროექტის ფარგლებში სამეფო სახლის მხარდაჭერით, დევნილი ბავშვები საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით, ესპანეთში გაემგზავრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა თანადგომის“ წარმომადგენლებმა, ახალი პროექტის, „საქართველოს დიასპორული ორგანიზაციების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის“ განხორციელების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

მხარეები სამომავლოდ ურთიერთობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა მხარდაჭერა აღუთქვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 Jun 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R