საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი მხეიძე: „ყირგიზი პარლამენტარები მაქსიმალურად ღია არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით“

11 ივნისი 2019
დიმიტრი მხეიძე: „ყირგიზი პარლამენტარები მაქსიმალურად ღია არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები დიმიტრი მხეიძე და ლევან ბეჟანიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართველმა და ყირგიზმა კანონმდებლებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრეს.

შეხვედრის ძირითად თემას საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი წარმოადგენდა. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბავშვის უფლებათა კოდექსით, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა და საპარლამენტო განხილვების პროცესშია.

„სტუმრები დაინტერესდნენ ბავშვის კოდექსით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩვენს ყირგიზ კოლეგებსაც აქვთ შემუშავებული ბავშვის კოდექსი და სურვილი გამოთქვეს, ამ მიმართულებით მაქსიმალურად გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

სტუმრები დაინტერესდნენ ეკონომიკური საკითხებით, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მუნიციპალიტეტების დაფინანსების მექანიზმით, სახელმწიფო სუბსიდირებით ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. როგორც აღინიშნა, ყირგიზეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

„არაღიარების პოლიტიკაში ყირგიზეთი გვერდით გვიდგას. ჩვენი ყირგიზი კოლეგები მაქსიმალურად ღია არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R