საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა დასაქმებულების და დამსაქმებელთა ინტერესებს პასუხობდეს“

17 ივნისი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა დასაქმებულების და დამსაქმებელთა ინტერესებს პასუხობდეს“

პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონის შესახებ ისაუბრა.

დეპუტატმა ღონისძიების მონაწილეებს კანონის ძირითადი პრინციპები გააცნო და იმ სამართლებრივ რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს. საკითხი შეეხებოდა როგორც შრომით უფლებებს, ასევე შრომით ურთიერთობებს, შრომის ინსპექციის საქმიანობას და კანონის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებს.

„კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი გარდაიქმნა ორგანულ კანონად. მისი მოქმედების არეალი შეუზღუდავია და იგი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე ვრცელდება. კანონის მიხედვით ჩამოყალიბებულია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ინსიტიტუტი და კომპანიის სიდიდისა და რისკების ხარისხის შესაბამისად, განსაზღვრულია მათი მინიმალური რაოდენობაც. კანონი ხაზს უსვამს სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისიის როლს და მათთან კონსულტაციების შედეგად მიღებული სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებას ახორციელებს“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე შეფასებით, იურიდიულ და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები და დისკუსიები კანონის აღსრულების ზედამხეველობის პროცესში პარლამენტს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R