საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“

მედია და საზოგადოება 07 ნოემბერი 2018
ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე სტრასბურგს ეწვევიან, სადაც 8-9 ნოემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“.

კონფერენციას გახსნიან: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ეკა ბესელია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალური დირექტორი კრისტოს გიაკუმოპულოსი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი.

იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს პარლამენტის რეფორმას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის სტრუქტურირებული და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიმართება, დაგეგმილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ლადო ჭანტურიას მოხსენებით გამოსვლა.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები მიმოიხილავენ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის პროცესს, გაეცნობიან წევრ სახელმწიფოებთან ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ინიციატივებს, იმსჯელებენ ევროპული სასამართლოს უახლეს მიდგომებზე გადაწყვეტილებებში ზოგადი თუ ინდივიდუალური ღონისძიებების იდენტიფიცირების კუთხით, განხილული იქნება ვენეციის კომისიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და ასევე, კანონპროექტების შესაბამისობის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.

კონფერენციაზე დასკვნითი სიტყვით გამოვა იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ეკა ბესელია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R