საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გამართეს

24 აპრილი 2019
ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გამართეს

დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრებმა - ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტის - „ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სამთავრობო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მიერ ფინანსდება, საჯარო შეხვედრა გამართეს. 

„როგორი იქნება საქართველო როგორც დემოკრატიული ქვეყნა, მისი სამართლებრივი სისტემა, სოციალური თანასწორობა, სტაბილურობა და ადამიანის უფლებები - ამას ყველაფერს განსაზღვრავს სასამართლო და ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება სასამართლოსთან იცის, რომ ეს არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი შტო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტს 13 დეპუტატი აწერს ხელს, რეალურად, ამ პროექტს ბევრი მხარდამჭერი ყავს.

„კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობდა: სამოქალაქო სექტორი - კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, ადვოკატთა ასოციაცია და იურიდიული ფირმების გაერთიანება; ჩვენ საბაზისოდ ავიღეთ, მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა - ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ შემოიტანეს პარლამენტში; ვიმუშავეთ ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელებთან. ამ პროექტში ასახულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყველა რეკომენდაცია. ჩვენ ეს დოკუმენტი კონსესუსით შევქმენით“, - განაცხადა დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერაა მომზადებული, რეალურად, ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებიდან რეალურად მხოლოდ ერთია გაზიარებული. კიდევ ერთი რეკომენდაცია კი, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება, ნახევრადაა გაზიარებული.

ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორები დააყენებენ საკითხს, რომ პარლამენტმა პირველივე სხდომაზე განიხილოს მათი კანონპროექტი.

„თუ ამ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ გამოვასწოროთ ის ძალიან ცუდი სიტუაცია, რაც ახლა არის შექმნილი. პარლამენტს რეგლამენტით შეუძლია მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დააბრუნოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. თუ ეს მოხდება ან საერთოდ გააჩერებენ კანონპროექტს - ეს იქნება გამოსავალი“, - აღნიშნა დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა.

ეკა ბესელია შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის მიზანზე, ძირითად პრინციპებზე და დამატებით კრიტერიუმებზე ესაუბრა.

13 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ემყარება იმ პრინციპს, რომ იუსტიციის საბჭომ ბოროტად არ გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტმა აირჩიოს საუკეთესო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში.

პროექტის მიზანია, პარლამენტმა აირჩიოს დამოუკიდებელი, კარგი კვალიფიკაციისა და საუკეთესო რეპუტაციის მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში.

კანონპროექტის თანხმად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის პროცესი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს, კერძოდ: ღია და საჯარო კონკურსს, შერჩევის სამართლიან კრიტერიუმებს, გრძელი სიის წარდგენას პარლამენტში და პარლამენტის მიერ საჯარო განხილვის შედეგად არჩევის სამართლიან კრიტერიუმებს.

დამატებით კრიტერიუმებად განსაზღვრულია, რომ: არ იქნეს არჩეული მოსამართლედ პირი, ვის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა; ასევე, ის მოსამართლეები, ვის მიერაც გამოტანილ იქნა პოლიტიკური განაჩენი; აუცილებელია, რომ იუსტიციის საბჭომ ხელოვნურად ვერ შეზღუდოს კანდიდატად წარდგენა პარლამენტში.

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირდაპირ მორგებულია იმ საჭიროებებზე, რომელიც დღეს საზოგადოებას გააჩნია.

„ამ კანონპროექტის გამარჯვებას სჭირდება სერიოზული საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელიც, კვალიფიციური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, აქვს“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ კანონპროექტის მიღებით, ქვეყანა არსებითად იღებს პოლიტიკური განვითარების თაობაზე გადაწყვეტილებას.

„ეს არის ის საკითხი, რის გარშემო გაერთიანებაც ნებისმიერი ჩვენგანის პირდაპირი ვალდებულებაა“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
მისასალმებელი გამოსვლებისა და კანონპროექტის პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R