საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ენზელ მკოიანი სოფელ სათხაში ახლად აშენებული ეთნოგრაფიული მუზეუმის საზეიმო გახსნას დაესწრო

მაჟორიტარი დეპუტატები 26 აგვისტო 2019
ენზელ მკოიანი სოფელ სათხაში ახლად აშენებული ეთნოგრაფიული მუზეუმის საზეიმო გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, ალბერტ ისოიანის სახელობის, ახლად აშენებული ეთნოგრაფიული მუზეუმის საზეიმო გახსნას დაესწრო.

მუზეუმში გამოფენილია სოფლისათვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციული საყოფაცხოვრებო ნივთები და სათხის მკვიდრი პროფესორების, აკადემიკოსების, მეცნიერებისა და ქველმოქმედების ფოტოსურათები.

„დღეს ჩვენთვის დიდი დღესასწაულია. მინდა ყველას მივულოცო ეს ლამაზი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ისოიანების ოჯახს, ვისი დაფინანსებითაც აშენდა მუზეუმი. ისოიანების ოჯახის სურვილია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუნიციპალიტეტს, სიმბოლურად, ერთი ლარის ღირებულებით გადასცენ“, - განაცხადა ენზელ მკოიანმა.

ღონისძიება დაიწყეს მუზეუმისკენ მიმავალი ახალად აშენებული ხიდის გახსნით.

მუზეუმის კურთხევის ცერემონიალი გაიმართა საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვრის, კირაკოს დავთიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის მაღაქია ამირიანისა და სხვა სასულიერო პირების მონაწილეობით.

მუზეუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრო 3-4 ათასი სტუმარი, მათ შორის სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ექიმები, მასწავლებლები, ელჩები, ასევე სომხეთიდან, რუსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R