ფატი ხალვაში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრო
მაჟორიტარი დეპუტატები 30 ივლისი 2018

ფატი ხალვაში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.
საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მუხრან ვახტანგაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად.
გამომსვლელებმა აჭარის რეგიონში სპორტის განვითარების და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ახალ კანონპროექტში მოცემული ნორმების და მიდგომების იმპლემენტაციის კუთხით, მზაობა გამოთქვეს.
