ფატი ხალვაში სოფელ ჩაისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ აბაშიძის 4 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო
მაჟორიტარი დეპუტატები 30 ივლისი 2018

30 ივლისს ფატი ხალვაში სოფელ ჩაისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ აბაშიძის 4 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
დეპუტატი ამომრჩევლებს დაწვრილებით ესაუბრა თავისი საქმიანობის პერიოდში შესრულებულ საქმეებზე, რომელიც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
მთავარ პრიორიტეტად წყალმომარაგება, გაზიფიცირება, კანალიზაციის, ტურიზმისა და გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე დასუფთავებისა და სკოლამდელი აღზრდის სფერო დასახელდა.
ანგარიშის წარდგენას ასევე დაესწრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი.
