საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა

მედია და საზოგადოება 07 ივლისი 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

ზოგადი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებზე, კანონმდებლობის აღსრულების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო.

მისი განცხადებით, ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებას, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერებას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმა, თავის მხრივ, დაწყებით, საბაზისო და საშუალო საფეხურებს მოიცავს, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა ის აქტივობა, რაც აღნიშნულ რეფორმას უკავშირდება.

„ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებს ეროვნული ღირებულებების განმტკიცება, ფუნდამენტური საგნების გაძლიერება, საათობრივი ბაზის ოპტიმიზაცია, პროფესიული ორიენტაცია და მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ მახარაშვილმა სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავების პრინციპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოები, რომლებიც ავტორის, პრაქტიკოსი მასწავლებლის, სამეცნიერო რეცენზენტის, ფსიქოლოგ-მეთოდისტის, რედაქტორის და კარტოგრაფის ჩართულობით იქმნება, აქცენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, მუდმივი განახლების შესაძლებლობებზე, აუდიო-ვიდეო მასალების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე.

სამუშაო შეხვედრაზე ზოგადი და სკოლამდელი განათლების რეფორმის საკითხები დისკუსიის ფორმატში განიხილეს. პარლამენტის წევრებმა მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე მოსაზრებები გამოთქვეს და რეფორმის ცალკეულ მიმართულებაზე იმსჯელეს.

„სამუშაო შეხვედრაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპი შევაჯამეთ. საუბარი შეეხო როგორც უკვე მიღწეულ შედეგებს, ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს უკავშირდება. მათ შორის, საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების, მოსწავლის ფორმების და ბილინგვური სწავლების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა განათლების რეფორმის ერთგვარ კონსტიტუციას წარმოადგენს, სადაც ეროვნული ღირებულებების ნაწილია ხაზგასმული. მინისტრის მოადგილის პრეზენტაციაში საინტერესო და სიღრმისეული დეტალებია წარმოდგენილი, რომელზეც დეპუტატების მხრიდან აქტიური დისკუსია გაიმართა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვევიან და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
07 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა
06 ივლისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა

მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია
06 ივლისი 2026

მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
06 ივლისი 2026

მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R