საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განცხადება საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

განცხადებები 17 მარტი 2025
  1. საქართველოს პარლამენტის აპარატი აცხადებს სტაჟირების კონკურსს სტაჟიორთა შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაცია მიიღება 2025 წლის 17 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტით (მისამართი: [email protected]).

 

  1. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელიც აკმაყოფილებს განათლებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უმაღლესი განათლების დასრულება;

ბ) უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) სწავლა;

გ) უმაღლესი განათლების მეორე ან მესამე საფეხურზე სწავლა.

 

  1. სტაჟირების კონკურსში მონაწილე პირის (კანდიდატის) კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ის სწავლობს, თანხვდენილი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პროფილთან (მაგალითად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სტაჟირების გასავლელად განაცხადი უნდა წარადგინოს იურიდიული/სამართლის პროგრამის სტუდენტმა ან კურსდამთავრებულმა).

 

  1. საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.

 

  1. სტაჟიორის შრომის ანაზღაურებაა 657 ლარი.

 

  1. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტს ელექტრონული ფოსტით (მისამართი: [email protected]) უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელება, სადაც სურს სტაჟირების გავლა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) რეზიუმე (CV);

დ) უმაღლესი განათლების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე ან მესამე საფეხურზე სწავლის ფაქტის დამადასტურებელი ცნობა;

ე) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ.

  1. დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
  2. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
  3. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (https://parliament.ge/internships) იხილეთ:

ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც ცხადდება სტაჟირების კონკურსი;

ბ) „საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2025 წლის 11 მარტის №1/42/25 ბრძანება.

 

  1. სტაჟირების კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:

ა) კანდიდატის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება მასთან გასაუბრების გზით;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

 

  1. კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი მხოლოდ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინოს.

 

  1. თუ კანდიდატი განაცხადს 1-ზე მეტ ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგენს, მისი არცერთი განაცხადი არ განიხილება.

 

  1. კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა კანდიდატმა „საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2025 წლის 11 მარტის №1/42/25 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესის“ შესაბამისად უნდა წარადგინოს ცნობები, რომელთა წარუდგენლობაც კანდიდატის სტაჟიორად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
  2. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობისათვის რეზიუმეს (CV) წარდგენით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება სტაჟირების გავლის პირობებს, ასევე თანახმაა, მის რეზიუმეში (CV) მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კონკურსის მიზნებისათვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  3. გასაუბრების ჩატარების ადგილი და დრო კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, PARL.GE-დან.

 

  1. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: (+ 995) 032 228 13 21, 593 99 38 38, 598 77 87 79, სამუშაო დღეებში, 09:30 საათიდან 18:30 საათამდე (შესვენება: 14:00−15:00).

 

  • საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც ცხადდება სტაჟირების კონკურსი
  • „საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2025 წლის 11 მარტის №1/42/25 ბრძანება
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი  აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება
17 ივნისი 2026

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

მსგავსი

17 ივნისი 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

15 ივნისი 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე მეურვეობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციები

09 ივნისი 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატთა სია

02 ივნისი 2026

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R