საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 25 May 2026
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები - „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტები სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, 21 761 ჰექტარზე ცივ-გომბორის ეროვნული პარკი შეიქმნება. ასევე, შეიქმნება - სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰა-ზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი 17 562 ჰა-ზე.

მომხსენებლის თქმით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის მართვას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

სახელმწიფო ტყის მართვას, რომელიც ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში შედის, კვლავ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს.

„ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის საფუძველზე ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

კანონპროექტის ძალაში შესვლა 2026 წლის 1 ივნისიდან არის გათვალისწინებული, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მუხლები 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

„ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის ამოქმედების თარიღად 2026 წლის 1 ივნისის ნაცვლად 2026 წლის 1 ივლისი განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აისახება.

კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის თანახმად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება და მისი ფართობი 37 074 ჰექტრით განისაზღვრება.

ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნიკალური გეომორფოლოგიური წარმონაქმნების დაცვა და შენარჩუნებაა. ეროვნული პარკისთვის განსაზღვრული ტერიტორიები მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის. აქ გავრცელებული ხერხემლიანთა 26 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. ასევე, დაცული იქნება წაბლნარები, ადგილობრივი ენდემური მცენარეების ჰაბიტატები, კოლხური ტყის ბზის კორომები, მთა მიგარიასა და მთა ჯვარის მიდამოებში შემორჩენილი ტყეები.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს და მხარი დაუჭირეს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს კანონების გარკვეული მუხლების ძალაში შესვლის თარიღის ერთი წლით გადავადებას - 2026 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2027 წლის 1 სექტემბრამდე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

მსგავსი

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 Jun 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 Jun 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R