გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, პარლამეტის რეგლამენტის თანახმად, გედევან ფოფხაძემ მას განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ გედევან ფოფხაძე არჩეულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და აქედან გამომდინარე, ის ტოვებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ცნობად მიიღო გედევან ფოფხაძის განცხადება გადადგომის შესახებ.
