საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გელა გელაშვილი აირჩიეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტი 23 ივლისი 2015
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გელა გელაშვილი აირჩიეს

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი პირველი მოადგილე გელა სამხარაული პარლამენტმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი იყო პარლამენტის წევრის, სიღნარის მაჟორიტარი დეპუტატის გელა გელაშვილის კანდიდატურა, რომელიც კომიტეტის წევრებმა ერთხმად აირჩიეს.

დღესვე, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისთვის წარმოდგენილი კონვენცია „ევროპის და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“. საკითხი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გამოიტანა, რომლის განცხადებით, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოსათვის მნიშვნელოვან საკითხს.

EPPO ახორციელებს კონსულტაციებსა და დახმარებას მონაწილე ქვეყნებისადმი იმ ადმინისტრაციული და საკანონმდებლო აქტების გატარებაში, რომელიც აუცილებელია ქვეყნებს შორის ვაჭრობის დროს საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მკვეთრი შეზღუდვისათვის. დღეისათვის ამ ორგანიზაციაში გაწევრებულია 50 ქვეყანა, მათ შორის აზიიდან. 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგად ქვეყანა მიიღებს EPPO-ს მიერ შექმნილ და მხარდაჭერილ მონაცემთა ბაზასა და სრულ თანამედროვე ფიტოსანიტარულ ინფორმაციას. უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში EPPO-ს წევრი ქვეყნიდან ექსპორტირებულ მცენარეებსა და მცენარეული პროდუქციის მიმართ დამოკიდებულება იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან, გამოირჩევა გაზრდილი ნდობით. ამასთანავე, ქვეყნის ექსპერტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო შეკრებებსა და კონფერენციებში და ამგვარი მონაწილოებით ზეგავლენა მოახდინონ შესამუშავებელ საერთაშორისო სტანდარტებზე (რათა გათვალისწინებულ იქნეს ქვეყნის ინტერესები). ქვეყანა ასევე მიიღებს შესაძლებლობას, სხვა ქვეყნებთან ფიტოსანიტარიული დავები EPPO-ს ტრიბუნის მეშვეობით დაარეგულიროს და სხვა.

მისივე თქმით, EPPO-ში გაწევრიანებით, საქართველო შეძლებს: თავისი ტერიტორიის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყის ჯიშების ფიტოსანიტარიული დაცვის დონის ოპტიმიზაციის მიღწევას; ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებების კოორდინირებას და ჰარმონიზებას EPPO-ს წევრი ქვეყნების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მიმართ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობის დროს, ფიტოსანიტარული თვალსაზრისით საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო - სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებისათვის.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი „ევროპის და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ კონვენციის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს
20 ივნისი 2025

პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს

მსგავსი

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ
20 ივნისი 2025

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა
04 ივნისი 2025

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2025

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა
29 მაისი 2025

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R