საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა

კომისიები და საბჭოები 20 მაისი 2021
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მისი თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის წევრებთან ერთად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე იმსჯელეს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საკითხი, რომელიც საბჭოს ზედამხედველობის და ინტერესის ქვეშ მოხვდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ეს არის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უზრუნველყოფა და ამ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. ამ თემის მოკვლევისას, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩატარებული მონიტორინგის და კვლევების შესახებ, რომელიც ძირითადად უკავშირდება ექსპერტთა არასაკმარის რაოდენობას, ასევე ექსპერტების სქესს, რადგან საქმე ისაა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირ შემთხვევაში ხელმეორედ აღმოჩნდებიან სტრესის წინაშე, როდესაც ექსპერტიზის ბიუროში საწინააღმდეგო სქესის ექსპერტი ატარებს ექსპერტიზას და ა. შ. მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ რას გეგმავენ კონკრეტულად ამ მიმართულებით. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ექსპერტების დეფიციტი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ სამუშაო ფორმატის ფარგლებში საბჭო შეძლებს, რომ ითანამშრომლოს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან როგორც ექსპერტების რაოდენობის, ასევე, ქალი ექსპერტების დამატების და განსაკუთრებით ზოგადად ექსპერტებში გენდერული მგრძნობელობის ამაღლების მიზნით. განვიხილეთ, ასევე, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობის საკითხი, რომელზეც გენდერული თანასწორობის საბჭო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ინტენსიურად იმუშავებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ. 

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R