საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში
11 თებერვალი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ნიკოლაიშვილმა აზებაიჯანში, ქ.ბაქოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა.
აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისი) რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 9 თებერვალს გაიმართა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატების დიდი ნაწილი – 125 მანდატიდან 65 მოიპოვა.
PABEC-ის სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების მიმდინარეობის გარემოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.