საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების კუთხით აღებულ ვალდებულებაზე მუშაობას აგრძელებს

კომისიები და საბჭოები 31 მარტი 2022
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების კუთხით აღებულ ვალდებულებაზე მუშაობას აგრძელებს

ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე  გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.


ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარლამენტში მიღებული კანონის შესახებ საინფორმაციო ფურცლის ორი ვერსია. საინფორმაციო ფურცელი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის და მასში ასახული იქნება კანონის არსი, მიზანი და ძირითადი დებულებები.


განხილვის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ შესაბამის კომიტეტებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მოხდება საინფორმაციო ფურცლის ერთიან ფორმატზე შეთანხმება. ამის შემდეგ, პარლამენტის ხუთი კომიტეტის: აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების აპარატები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, სატესტო რეჟიმში მოამზადებენ მიღებული კანონის შესახებ საინფორმაციო ფურცელს.


საპარლამენტო კომიტეტები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ კანონთან დაკავშირებით მოამზადებენ საინფორმაციო ფურცელს.


საკითხის ინიციატორები არიან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R