საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გია ჟორჟოლიანი: მხოლოდ სამთავრობო უწყებების ეფექტურ ურთიერთქმედებას და კომუნიკაციას საზოგადოებასთან შეუძლია დაგვიცვას რისკებისა და პანიკისგან

16 მარტი 2020
გია ჟორჟოლიანი: მხოლოდ სამთავრობო უწყებების ეფექტურ ურთიერთქმედებას და კომუნიკაციას საზოგადოებასთან შეუძლია დაგვიცვას რისკებისა და პანიკისგან

„არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ვითარება, არამედ ეკონომიკური სტაბილიზაციაც დღეს  დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის საჯარო სამსახურზე რომელსაც უნდა მიეცეს ფართო, განსაკუთრებული უფლებები. მხოლოდ სამთავრობო უწყებების ეფექტურ ურთიერთქმედებას და კომუნიკაციას საზოგადოებასთან შეუძლია დაგვიცვას რისკებისა და პანიკისგან“, - ამის შესახებ ფრაქცია  „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით,  საჭიროა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, განათლებაზე და არ დატოვოს ეს სფეროები თავისუფალ ბაზარზე დამოკიდებული.

 „არსებულმა მდგომარეობამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ეპიდემიოლოგიურის გარდა, აუცილებელია სამთავრობო ღონისძიებები მოიცავდეს ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების  დაკმაყოფილების უზრუნველყოფას ყველასთვის. განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში  და დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის. ეს არის საჭირო  სურსათით და მედიკამენტებით  უზრუნველყოფა. ამისთვის ალბათ საჭირო იქნება შესაბამისი ორგანიზება შესაბამისი სამსახურების, კრიზისული შტაბის შექმნა, შესაძლოა ტალონების მეშვეობით ამ აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ა.შ.

არსებულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჭიროა სახელმწიფოს როლის დაბრუნება. საჭიროა არა ინდივიდუალიზმზე, არამედ  სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოების შენება. საჭიროა ნდობის  აღდგენა მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის, რაც შეუძლებელია სრულფასოვნად მოხდეს ნეოლიბერალურ, ე.წ. მცირე სახელმწიფოში, ისეთ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენია. საჭიროა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ეკონომიკაზე ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე და  განათლებაზე და არ დატოვოს ეს სფეროები ე.წ. თავისუფალ ბაზარს მინდობილი. ამას ელოდება მოქალაქეთა 95% . ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არამხოლოდ კორონავირუსს, არამედ სუსტ და უპასუხისმგებლო ნეოლიბერალური სახელმწიფოს ვირუსსაც“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობას და სრულიად სამედიცინო კორპუსს, რომელიც ეფექტურად ახდენს ვირუსთან ბრძოლის კოორდინირებას და მოქალაქეების ინფორმირებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R