საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გია ჟორჟოლიანი : „ჩვენ უნდა შემოვიღოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში“

26 სექტემბერი 2019
გია ჟორჟოლიანი : „ჩვენ უნდა შემოვიღოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში“

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით თითქმის სრული კონსენსუსია მიღწეული პოლიტიკურ ძალებს შორის. მისივე თქმით, განსხვავება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს შორის ეხება ბარიერისა და ბლოკების საკითხს. 

„ჩვენი აზრით, პროპორციული სისტემის დანერგვას გარკვეული რისკები გააჩნია. პროპორციული წარმომადგენლობა ასუსტებს კავშირს ამომრჩეველსა და წარმომადგენლებს შორის და, ასევე, დეპუტატის პერსონალურ პასუხისმგებლობას. ჩვენ გთავაზობთ პროპორციული საარჩევნო სისტემის უფრო ეფექტიან ვერსიას - პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში და ამავდროულად, ინარჩუნებს რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპს - შესაძლებლობას აძლევს ამომრჩეველს, იცოდეს კონკრეტული პიროვნებები, ვისაც ხმას აძლევს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

მისი განმარტებით, აღნიშნული საარჩევნო სისტემის პრინციპი შემდეგია: არჩევნები ტარდება მრავალმანდატიან ოლქებში, ნაცვლად მთელი ქვეყნის ერთიან საარჩევნო ოლქად წარმოდგენისა (რომლის შედეგადაც აირჩევა 150 დეპუტატი). თითოეული ოლქისთვის განისაზღვრება მანდატების შესაბამისი ოდენობა იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ამომრჩეველია რეგისტრირებული ამა თუ იმ ოლქში. ამავდროულად იქმნება ე. წ. „საკომპენსაციო სიები“, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს განაწილებას პარტიებს შორის, რათა არ მოხდეს პარტიის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების დაკარგვა.

გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ასეთი საარჩევნო სისტემა გავრცელებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. „სწორედ ესაა ყველაზე ეფექტიანი და მდგრადი საარჩევნო სისტემა, რადგან იგი გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მხარდაჭერის პროპორციულ გამოხატვას საკანონმდებლო ორგანოში, ხელს უწყობს რეგიონების რეპრეზენტაციასაც“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

ბრიფინგზე დეპუტატი ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

„მინდა ჩვენი პარტიის „სოციალ-დემოკრატების“ სოლიდარობა გამოვუცხადო გაფიცულებსა და ყველა ტყიბულელს და მოვუწოდო მთავრობას, თუ ინვესტორების მიმართ მკაცრი ზომებია განსახორციელებელი, განხორციელდეს. ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ადამიანები დასაქმებულები იყონ ჩვეული საქმიანობით და ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R