საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ამილახვარმა 51- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

მედია და საზოგადოება 15 სექტემბერი 2022
გიორგი ამილახვარმა 51- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა 51- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.


გიორგი ამილახვარმა ახლად რეაბილიტირებული სკოლის სასწავლო ოთახები დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ესაუბრა.


„დღეს სასწავლო პროცესი ქვეყნის ყველა სკოლაში განახლდა. სასწავლო წლის პირველ დღეს ვესტუმრე ჩემს მშობლიურ, ახლად რეაბილიტირებულ 51-ე საჯარო სკოლას. პირველკლასელებს მივულოცე სწავლის დაწყება, ასევე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენს გმირ მასწავლებლებს, რომლებიც თაობების აღზრდას მრავალი წელია ემსახურებიან. განათლებული საზოგადოება არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მასწავლებელთა პროფესიონალიზმის და პროგრამების დახვეწის თვალსაზრისით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ისეთი ხარისხის განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მათი მომავლის წარმატებას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მოსწავლეები და პედაგოგები საჭირო რესურსებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი.


 „ქვეყნის ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში მათ დახვდათ მეგობრული, საინტერესო გარემო.ყველა მოსწავლეს უფასოდ გადაეცა სახელმძღვანელოები, ბუქები და ყველა ის რესურსი, რაც მათ სჭირდებათ. მიმდინარე წელს გვაქვს სიახლეები პროგრამაშიც - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოეყო და ცალკე საგნად ისწავლება საქართველოს ისტორია, ასევე, დაემატა ჭადრაკის გაკვეთილები, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის,“ - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R