საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ჩაკვეტაძე ინკლუზიური თეატრის, „კონტაქტის” ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 26 თებერვალი 2026
გიორგი ჩაკვეტაძე ინკლუზიური თეატრის, „კონტაქტის” ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის, „კონტაქტის” ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დაესწრნენ. 

გიორგი ჩაკვეტაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან განსაკუთრებული ყურადღება ინკლუზიურ განათლებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ინკლუზიურ განათლებაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ბოლო წლებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი  ნაბიჯები გადაიდგა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განათლების რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა განისაზღვრა.


გიორგი ჩაკვეტაძემ თეატრის საქმიანობასა და მის საერთაშორისო წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შთამბეჭდავია ინკლუზიური თეატრის შედეგები.

„მინდა მოგილოცოთ, რომ 2025 წელს გახდით მსოფლიოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრი, რომელიც იუნესკოს საერთაშორისო თეატრალურ ინსტიტუტში გაწევრიანდა. ეს არამხოლოდ თეატრის, არამედ სრულიად საქართველოს აღიარებაა,“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
  

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში პროფესიონალი მხატვრების მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და ფოტოგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა, ხოლო თეატრ „კონტაქტის“ დასმა მაყურებლის წინაშე თეატრალური წარმოდგენა გამართა.

ღონისძიების მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი და პროფესიული უნარების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საკრებულოსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2013 წლიდან წარმატებით საქმიანობს.


დასში გაერთიანებული არიან  დრამისა და პანტომიმის პროფესიონალი და აგრეთვე სპეციალური საჭიროების მქონე მსახიობები.


​თეატრის რეპერტუარში ამ ეტაპზე 10 საავტორო სპექტაკლია, მათ შორის, პეკინის დრამატულ ფესტივალზე წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელმაც თეატრს პირველი საერთაშორისო წარმატება მოუტანა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R