საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხელაშვილი: „მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ რეზოლუციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის და უკრაინასთან ჩვენი სოლიდარობისთვის“

მედია და საზოგადოება 01 თებერვალი 2022
გიორგი ხელაშვილი: „მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ რეზოლუციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის და უკრაინასთან ჩვენი სოლიდარობისთვის“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

 

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პოზიციის დაფიქსირების ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს და სადაც ასახულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდაჭერა.

 

„რეზოლუციაში გამოხატულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რომლის შიგნითაც უკრაინის და რაც მთავარია,  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობა იქნება უფრო დაცული. რეზოლუციაში ხდება უკრაინის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების აღიარება და მხარდაჭერა. ასევე, ასახულია, რომ დაუშვებელი და მიუღებელია სამხედრო პოლიტიკური ინსტრუმენტებით ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეშლა. “- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა.

 

კომიტეტის სხდომა მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა, სადაც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა პროექტის ინიციატორებისგან მოითხოვდნენ რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ ყოფილიყო დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაცია, რა შემთხვევაშიც ეს იქნებოდა არა მხოლოდ მმართველი გუნდის არამედ, ოპოზიციის მხარდაჭერით მიღებული დოკუმენტი. 

 

„რეზოლუციაში ნებისმიერი შესწორების შეტანა პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი აზრით, არის უფრო საბაბი და არა მიზეზი რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროთ და გახადოთ შიდა მანიპულაციების საგანი. შეფასება არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, რაზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერ შეთანხმდება. ჩვენი მიზანია მივიღოთ რეზოლუცია, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უნდა განეხილა, თუმცა, პროექტის ავტორებმა სხდომაზე, საკუთარი პროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და მმართველ პარტიას ერთი, მრავალპარტიული რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდეს.

 

საბოლოოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების, გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R