საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი მოსიძე ვიზიტით კიევში იმყოფებოდა

მედია და საზოგადოება 20 იანვარი 2017
გიორგი მოსიძე ვიზიტით კიევში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი მოსიძე 19-20 იანვარს ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირინა გერაშჩენკოსთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მოსიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის უმაღლესი რადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ვოლოდიმერ არევთან და დელეგაციის წევრებთან - ლეონიდ ემეცთან და სერგეი სობოლევთან, სადაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ორი ქვეყნის დელეგაციას შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობისა და საქართველოსა და უკრაინის ევროპულ სტრუქტრებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა შეხვედრა, ასევე, გამართა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, არტურ პალატნისთან და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრ იარემასთან, სადაც ორ ქვეყანას შორის, ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით, თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრებს უკრაინაში საქართველოს ელჩი, მიხეილ უკლება და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ალექსანდრე ყიფიანი ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R