საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა

მედია და საზოგადოება 10 ნოემბერი 2017
გიორგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიორგი წერეთელი უხელმძღვანელებს. 

გიორგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 9 ნოემბრიდან შეუდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინე მუტონენის პარტიის, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობამ და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერაბამ განაპირობა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის 5.8 პუნქტის შესაბამისად, ასამბლეის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის თანამდებობას ვიცე-პრეზიდენტი იკავებს, რომელიც ამ პოზიციაზე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფება. გიორგი წერეთელს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2012 წლიდან უკავია.

კოპენჰაგენში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოში გენერალურ მდივანთან, რობერტო მონტელასთან და სამდივნოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე გიორგი წერეთელმა კრისტინე მუტონენს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი, ისევე როგორც მისი წინამორბედი აქტიურ მუშაობას გააგრძელებს ეუთოს სივრცეში არსებული გამოწვევების დასაძლევად. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით მისი პრიორიტეტები ჰელსინკის პრინციპების და ეუთოს საერთო ღირებულებების დაცვა, ასევე გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში პარლამენტარების როლის გაძლიერება იქნება. 

გიორგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას 2018 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს. ასამბლეა ახალ პრეზიდენტს, ბერლინში ყოველწლიურ შეკრებაზე აირჩევს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ და თენგიზ შარმანაშვილმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
15 ივნისი 2026

მაია ბითაძემ და თენგიზ შარმანაშვილმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მსგავსი

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
15 ივნისი 2026

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
15 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
15 ივნისი 2026

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R