გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან შეხვედრებს განაგრძობს
მაჟორიტარი დეპუტატები 09 ივლისი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად ის სოფელ დარბაზში იმყოფებოდა სადაც კიდევ ერთხელ გაეცნო ადგილობრივი ქალების საჭიროებებს.
„მასპინძლებს გავაცანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ადგილობრივებმა ხაზი გაუსვეს კარანტინის პერიოდში ჩატარებულ სოციალურ აქტივობებს, კმაყოფილება გამოხატეს და განაცხადეს, რომ სოფელში სასურსათო დახმარება ყველა ოჯახმა მიიღო,“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.
