საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძე: კორონავირუსით გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად, ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფი ჩამოყალიბდა

21 მარტი 2020

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით, რომლის დირექტორი გუგული მაღრაძეა, კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან ფსიქოლოგიურად გასამკლავებლად ჩამოყალიბდა ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემები აქვთ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით: შფოთვა, იზოლაციის შიში, ნევრვული აშლილობა და სხვ.

ამასთან დაკავშირებით, შეიქმნა ფეისბუქ გვერდი.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასო კონსულტაცია მიიღონ ტელეფონის, ასევე Skype-ის საშუალებით.

ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფში ჩართული არიან კვალიფიციური, სერტიფიცირებული, გამოცდილების მქონე ფსიქოლოგები, რომელთა დახმარებით მოქალაქეები მიიღებენ სასარგებლო, დამამშვიდებელ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.

„ვფიქრობ, ასეთი რამ საჭიროა, რადგან ყველა ადამიანის ფსიქიკა არ არის იმდენად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს იმ სტრესებს, რასაც იწვევს მსგავსი ვითარება. ამიტომ კვალიფიციური ფსიქოლოგები დაეხმარებიან ადამიანებს ამ სტრესების მართვასა და დაძლევაში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R