ილია ნაკაშიძემ სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობასთან ტრადიციული შეხვედრა გამართა
მაჟორიტარი დეპუტატები 25 დეკემბერი 2019

24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ, სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობასთან ტრადიციული შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა როგორც საერთო, ისე, ინდივიდუალურ პრობლემებზე. ძირითადათ, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დასაქმება, სოციალური პრობლემების მოგვარება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და წლების განმავლობაში სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება.
