საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის რესპუბლიკის ახალარჩეული პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 11 Dec 2023
ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის რესპუბლიკის ახალარჩეული პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს სახელით, არგენტინის რესპუბლიკის ახალარჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილება.


ირაკლი ქადაგიშვილი მიესალმა პრეზიდენტ ხავიერ მილეის, ვიცე-პრეზიდენტ ვიქტორია ვილარუელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დიანა მონდინოს. ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის პრეზიდენტს დაუდასტურა საქართველოს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებასა და გაღმავებასთან დაკავშირებით.


„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამ უმაღლეს თანამდებობაზე არჩევას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს დიდ პატივისცემას და სურვილს, რომ გაგრძელდეს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობები, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემგან საქათველოს პარლამენტის, მთავრობისა და ქართველი ხალხის გულწრფელი მილოცვა“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის პრეზიდენტს.


ხავიერ მილეიმ მადლობა გადაუხადა ირაკლი ქადაგიშვილს ინაუგურაციაზე საქართველოს სახელით მონაწილეობისთვის. ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას არგენტინის კონგრესში, რელიგიათაშორის ცერემონიას ქ. ბუენოს-აირესის საკათედრო ტაძარში და ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თეატრში “Colón.”


აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინაში გვარამ ხანდამიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R