საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ქადაგიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პლენარული სხდომები 09 თებერვალი 2023
ირაკლი ქადაგიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.


„კომიტეტისათვის მთავარ მიღწევას წარმოადგენს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისა და დახვეწის მიმართულებით, რაც არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და გამოწვევა“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე.


მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობა წარიმართა 2022 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა აქტივობების მიმართულებით.


„კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის მთავარი მიმართულებაა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება. ამ მიზნით: კომიტეტი რეგულარულად აკონტროლებს, შეისწავლის, სისტემატურად აფასებს და აანალიზებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ეფექტიანობას და საპარლამენტო საქმიანობის დროს გამოვლენილ ხარვეზებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებული და განხორციელებული ცვლილებებიდან - ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების პრაქტიკაში სწორად და ეფექტურად გამოყენების და გაუმჯობესების მიზნით მომზადებული ცვლილებები იყო.


ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომიტეტმა იმუშავა 45 საკანონმდებლო აქტზე, აქედან როგორც წამყვანმა კომიტეტმა, იმუშავა 6 საკანონმდებლო აქტზე. სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით, კომიტეტმა იმუშავა 39 საკანონმდებლო აქტზე. საანგარიშო პერიოდში განიხილეს 1 საკანონმდებლო წინადადება.


კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკონტროლო საქმიანობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე.


ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კომიტეტის მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით გაწეულ მუშაობას საპარლამენტო საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R