ირაკლი კობახიძე: „დავით ჭიჭინაძე ჩვენთვის აქტუალური ნამდვილად არ არის“
თავმჯდომარე 23 ივლისი 2018

„დავით ჭიჭინაძე არის გარიცხული პარტია „ქართული ოცნებიდან“, შესაბამისად, დავით ჭიჭინაძე, როგორც თემა, ჩვენთვის აქტუალური ნამდვილად არ არის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებებს.
