საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კოვზანაძე: 2023 წელს ვფიქრობ, რომ გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება კიდევ შევამციროთ

პლენარული სხდომები 17 ნოემბერი 2022
ირაკლი კოვზანაძე: 2023 წელს ვფიქრობ, რომ გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება კიდევ შევამციროთ

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ 2023 წელს გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება კიდევ შევამციროთ“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

 

ირაკლი კოვზანაძემ ბიუჯეტის დაგეგმვის კონსერვატიულ სცენარზე გაამახვილა ყურადღება. „არსებული გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ვეცადოთ შეძლებისდაგვარად რეალისტური სცენარი ავიღოთ. ჩემი აზრით, ჩვენ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ", - აღნიშნა თანამომხსენებელმა და ბოლო წლების გამოცდილება გაიხსენა.

„გასული 2021 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვამბობდი რომ ორნიშნა ზრდა გვექნებოდა, ასევე ვამბობდი და ვითხოვდი დეფიციტის მაქსიმალურ შემცირებას. ჩემი პროგნოზები სწორი აღმოჩნდა. დეფიციტის შემცირებაზეა დამოკიდებული როგორც ლარის კურსის სიმყარე, ასევე ინფლაციის კლება და მთლიანობაში მონეტარული და ფისკალური სტაბილურობა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

ირაკლი კოვზანაძემ 2023 წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს მთავრობა 21 მილიარდ 154 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

 

„იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-მდე, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდი ლარია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 14 ნოემბრის სხდომაზე მხარი დაუჭირა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა
05 ივნისი 2026

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს
05 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R