საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეძმარიაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 07 ნოემბერი 2022
ირაკლი მეძმარიაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, საპილოტე პროგრამის დაწყების საკითხი განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომიტეტსა და ფონდის წარმომადგენლობას შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სკოლებსა და ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა განხორციელდება.


„საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა საყოველთაო სამედიცინო შემოწმება მოხდება. პროგრამის განხორციელებაში სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება და ფონდთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კონკრეტულ აქტივობებს განვახორციელებთ. პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოიკვეთება თუ რა გამოწვევები და საჭიროებები არსებობს ამ კუთხით და შესაძლოა, სამომავლოდ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც აისახოს“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა.


​გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე დაესწრო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R