საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 მარტი 2024
ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იესპერ მოლერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა ფონდსა და კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ყურადღება უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროგრამებზე გაამახვილეს.


ირაკლი მეძმარიაშვილის შეფასებით, კომიტეტს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს, რასაც მოწმობს გასულ წელს კომიტეტის წევრების გურიის რეგიონში გამართული შეხვედრების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე იმ საპილოტე პროგრამაზე ერთობლივი მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს გურიის რეგიონში მცხოვრები და სპორტის სახეობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდების ჯანმრთელობის შემოწმებას.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კომიტეტსა და ფონდს შორის დაწყებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.


მისივე თქმით, საქართველოში ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოზარდების ჯანმრთელობის პრობლემების შესწავლის და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიების საკითხზე კომიტეტი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას გეგმავს და მოხარული იქნება თუ ფონდი აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება და ამით დაინტერესდება.


​შეხვედრის დასასრულს, ირაკლი მეძმარიაშვილმა იესპერ მოლერს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამებისთვის მადლობა გადაუხადა და ფონდის წარმომადგენელს სამომავლო თანამშრომლობაში წარმატებები უსურვა.


​გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R