საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ისკო დასენი რუმინულ-ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს

მეგობრობის ჯგუფები 25 იანვარი 2019
ისკო დასენი რუმინულ-ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი რუმინულ-ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს.

რუმინეთის ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. (მოქანდაკე დავით მაისურაძე). ასევე, გაიმართა ბესიკის რუმინულ ენაზე თარგმნილი ლექსების კრებულის მეორე გამოცემის პრეზენტაცია. გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბესიკ გაბაშვილის ეპოქის რუმინეთი და საქართველო.

ამავდროულად, იაშის ათენეუმმა უმასპინძლა კიდევ ერთ გამოფენას, რომელიც მიეძღვნა თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობას, სახელწოდებით „თბილისი, ქუთაისი - კულტურა გვაახლოებს“. პრეზენტაციას კულტურის ცნობილი მოღვაწეები და ლიტერატურის კრიტიკოსები ესწრებოდნენ.

იაშის მერიის ორგანიზებითა და საელჩოსთან თანამშრომლობით გამართულ რუმინულ-ქართული კულტურის დღის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ესწრებოდნენ საქართველო-რუმინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქალაქ იაშის მერი მიხაი კირიკა და ქუთაისის მერიის დელეგაცია მერის, გიორგი ჭიღვარიას ხელმძღვანელობით.

ღონისძიების ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების თაობაზე. რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა. ამ სფეროებში დაგროვილ გამოცდილებას ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირების ორგანოები ერთმანეთს გაუზიარებენ.

25 იანვარს, იაშის წმ. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ბერბოის ეკლესიაში ჩატარდება ბესიკ გაბაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ
14 მაისი 2026

საპარლამენტო დელეგაციის წევრები იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R