საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

მაჟორიტარი დეპუტატები 31 ივლისი 2017
ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

მაჟორიტარი დამსწრე საზოგადოებას პარლამენტში საკუთარ საქმიანობაზე, იმ რეფორმებსა თუ ინიციატივებზე ესაუბრა, რომელბშიც აქტიურად მონაწილეობდა. მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ბიუროს როლსა და საქმიანობაზე მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე, მოქალაქეებისათვის განკუთვნილ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა კითხვები დაესვა დეპუტატისათვის. 

„მაჟორიტარულ ოლქში მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულები ვართ და ამასთანავე ასე უკეთ ვეცნობით რეგიონში არსებულ პრობლემებს, ვიზიარებთ და ვცდილობთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით მაქსიმალური მხარდაჭერა აღვუთქვათ მათ. ასევე უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია სურამის ტურისტული პოტენციალის გამოყენება, რისთვისაც მეტი მუშაობა გვჭირდება. პრობლემა ჯერ კიდევ უამრავია, თუმცა ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები თითოეული პრობლემის გადაჭრაში,“ - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R