საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ხაშურში №9 საჯარო სკოლის საზეიმო გახსნას დაესწრო

მაჟორიტარი დეპუტატები 20 სექტემბერი 2017
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ხაშურში №9 საჯარო სკოლის საზეიმო გახსნას დაესწრო

ხაშურში რეაბილიტირებულ შოთა რუსთაველის სახელობის N 9 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე, ვაჟა შუბითიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ზვიად გოგუაძე და სხვები. სკოლის მოსწავლეები ახალგარემონტებული სპორტული და სააქტო დარბაზებით, თანამედროვე საკლასო ოთახებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ სკოლაში შეუდგებიან სწავლას.

„ყველას ვულოცავ ახალ, რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია სკოლის გამართული ფუნქციონირებისათვის. ინფრასტრუქტურულ გამართულობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები. მე როგორც განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრს, მქვს ინტენსიური კონტაქტი მინისტრთან, მის მოადგილეებთან და ვიცი ახალ, კიდევ უფრო მაღალი დონის სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენაზე, რაც თავისთავად დიდ გავლენას იქონიებს განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე. ის რაც აქ ვნახეთ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მაღალი კომპეტენცია და მონდომება ყველაფერს შესაძლებელს ხდის. ფაქტი, რომ ხაშურში ყოველ წელს იმატებს წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა, მეტყველებს რაიონის მოსწავლეების მაღალ მოტივაციასა და მათ კარგ მომზადებაზე, რაც დიდ იმედს გვაძლევს, ვინაიდან განათლებული ერი ქვეყნის მომავალი სიძლიერის საწინდარია“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R