კობა კობალაძე სასკოლო „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულ 119-ე სკოლის გუნდს შეხვდა
მაჟორიტარი დეპუტატები 05 მარტი 2020

ავჭალის 119-ე საჯარო სკოლის გუნდმა სასკოლო ინტელექტუალურ თამაშში, „რა? სად? როდის?“ პირველი ადგილი მოიპოვა.
ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ, სადეპუტატო ბიუროში გამარჯვებული გუნდის წევრებს უმასპინძლა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
„ვულოცავ და კიდევ არაერთ წარმატებას ვუსურვებ ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებულ მონაწილეებს. ეს ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალია. გამარჯვებული გუნდის წევრები, სკოლისა და ჩვენი სადეპუტატო ბიუროს დაფინანსებით, 4 დღით ბაკურიანში დაისვენებენ“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
