საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები განიხილეს

მედია და საზოგადოება 31 იანვარი 2022
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები განიხილეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი ორი საერთაშორისო ხელშეკრულება განიხილეს.

 

„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობას საქართველოს სოფლებში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში. როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის აგვისტოში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) და ამჯერად ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული ხელშეკრულებების მიზანია ინდივიდუალური პირებისა და საწარმოების მიერ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და მისი გამოყენების ხელშეწყობა, რისთვისაც თითოეული მხარე საქართველოს 34-34 მლნ. ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს სესხის სახით.

 

მომხსენებლის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში გასულ წელს უკვე მომზადდა სრულყოფილი სატენდერო დოკუმენტაცია, მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერები და მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება პროექტის განხორციელება, რომელიც 2025 წლამდე უნდა დასრულდეს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობა, რომელიც 100-მდე სოფელს მისცემს მაღალხარისხიანი ინტერნეტ სერვისების მიღების საშუალებას. დეპუტატებმა განიხილეს ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტი, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“, რომელიც ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 101 მლნ. ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფას საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

 

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს სესხის პირობები და პროექტების შესრულების ვადები გააცნო. ორივე კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი განხილული შეთანხმებების რატიფიცირების საკითხს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R