საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კომიტეტის სხდომაზე კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 04 აპრილი 2022
კომიტეტის სხდომაზე კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს

პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.


საბჭოს წევრებმა კულტურის სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს დეპუტატებს.


მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, გურამ ოდიშარიამ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რეგიონული პროექტების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული ძეგლების დაცვაზე, სახალხო დიპლომატიის როლზე ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.


მხატვარმა პაატა ნაცვლიშვილმა საქართველოში მემორიალურ ძეგლებთან და დაფებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მუზეუმების წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა თბილისში ტურისტული ღირსშესანიშნაობების სიმცირეზე.


დეპუტატებმა კულტურის სფეროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების, კულტურის ორგანიზების სისტემის შესახებ გამოთქვეს მოსაზრებები.


კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, საბჭოს წევრები თემატურად იმუშავებენ და განიხილავენ სხვადასხვა იდეებსა და ინიციატივებს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე განხილულ გამოწვევებს უკავშირდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R