ლევან იოსელიანი საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
მედია და საზოგადოება 02 ივნისი 2022

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმარს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გავაცანი. სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხზე საქართველოს პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, სადაც აღნიშნა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველო რუსეთის აგრესიის გამო დგას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მრავალმხრივ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
