საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი: მადლობა ყველა მკვლევარს, ვინც ყოველდღიურად ავითარებს ცოდნას გლობალურ სივრცეში. თქვენი შრომა და ერთგულება ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური მომავლის საძირკველია

მედია და საზოგადოება 10 ნოემბერი 2025
მარიამ ლაშხი: მადლობა ყველა მკვლევარს, ვინც ყოველდღიურად ავითარებს ცოდნას გლობალურ სივრცეში. თქვენი შრომა და ერთგულება ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური მომავლის საძირკველია
„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მკვლევარს, ვინც ყოველდღიურად ქმნის ახალ იდეებს, ეძებს ინოვაციებს და ავითარებს ცოდნას გლობალურ სივრცეში. თქვენი შრომა და ერთგულება ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური მომავლის საძირკველია. ძლიერი მეცნიერი ძლიერი სახელმწიფოა. გისურვებთ, რომ თქვენი შემოქმედება და ენერგია მომავალშიც მიმართული იყოს ახალი აღმოჩენებისა და საერთაშორისო აღიარებისაკენ და თითოეული ახალი იდეა გახდეს შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
 
კომიტეტის თავმჯდომარემ რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ფონდი წლების განმავლობაში გახდა ქართული მეცნიერების მთავარი ბირთვი, რომელიც არამარტო მხარს უჭერს კვლევებს, არამედ ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს შეუძლიათ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეებში ჩართვა და ინოვაციების განვითარება.
 
 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.  
 
 
ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელები და საპატიო ჯილდოები გადაეცათ. 
 
 
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე  ყოველწლიურად, 10 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 2025 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „ნდობა, გარდაქმნა და მომავალი - როგორი უნდა იყოს მეცნიერება 2050 წელს’‘.
 
 
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
09 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ

პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრნენ
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R