ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.
შესავალ ნაწილში ეკა ბესელიამ მოკლედ ისაუბრა თავის საქმიანობაზე, როგორც იურიდიულ სფეროში ასევე პოლიტიკაში. მან იმ ღირებულებებზე და პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება, რაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელ თვისებას უნდა წარმოადგენდეს. მოკლე შესავლის შემდეგ ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხებს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თემას.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდების ეს ჯგუფი სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარმოადგენდნენ, შეხვედრის მნიშვნელოვანი დრო სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს დაეთმო.