საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა

28 ივლისი 2020
ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მომავალ არჩევნებზე და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

ეკა ბესელიას შეფასებით, ეს იყო ძალიან საინტერესო, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

„მინდა განსაკუთრებით გამოვყო, რომ მისი იურიდიული განათლებიდან და ხარისხიდან გამომდინარე მას ძალიან კარგად ესმის სასამართლოს რეფორმის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიისთვის. ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე და ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო გარემოზე. გავაცანი ჩვენი ახალი პარტია, რომელიც ერთი წელია დაფუძნდა და ავუხსენი, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სამართლიანობა, დემოკრატია და მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მიყვანა, საითაც არის ჩვენი ძალისხმევა მიმართული.
მე დიდი ხანია ჩართული ვარ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, რამდენადაც ისრაელი - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი ვარ. ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ თემაზე, ჩვენი შეხვედრა იყო გახსნილი და საინტერესო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R