საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძე ბელარუსის ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA) 24 დეკემბერი 2019
გუგული მაღრაძე ბელარუსის ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი  გუგული მაღრაძე  საქართველოში ბელარუსის ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ნოემბრის თვეში საქართველოში ჩატარებული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ბელარუსთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგები განიხილეს. ბელორუსიის ელჩი გაეცნო იმ საკითხებს,  რომელთა შესახებაც აღნიშნული ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს.

გუგული მაღრაძემ ელჩს გააცნო იმ დისკუსიის შინაარსი და შედეგები, რომელშიც მონაწილეობდნენ ევრონესტის წევრი  ევროპარლამენტარი დეპუტატები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სისტემატიურად აშუქებენ და აფასებენ ევრონესტის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთი მხრივ  ბელარუსს  სჭირდება მხარდაჭერა იმ სიტუაციაში, როდესაც ხდება ზეწოლა ბელორუსიის ლიდერზე რუსეთის მხრიდან, მაგრამ ამასთან,  ევროპული სტრუქტურები არ დახუჭავენ თვალს დემოკრატიის იმ დარღვევებზე, რაც ხდება ბელარუსში.

კერძოდ, ODIHR-მა წარმოადგინა იმ დარღვევების ნუსხა, რაც თან ახლდა 17 ნოემბერს  ბელარუსში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ეს არჩევნები ჩაითვალა როგორც უკანგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიულობის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ თუ წინა პარლამენტში 2 ოპოზიციის წარმომადგენელი იყო, ბელარუსის ამჟამინდელ პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენელი აღარ ჰყავთ.

ელჩის განცხადებით,  დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილია ლიბერალური პარტიის წევრები, რომლებიც ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს ბელარუსში.

გუგული მაღრაძის მოსაზრებით,  უკეთესია, თუ ასეთი ინფორმაცია უფრო დროულად იქნება  მიწოდებული ევრონესტისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხი,  რომელიც ყოველთვის  დგება დღის წესრიგში ევრონესტის  საპარლამენტო ასამბლეის მუშაობისას.

„ეს არის ის , რომ ბელორუსია არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში სადაც შენარჩუნებულია სიკვდილით დასჯა.  თუ ბელორუსია გადადგამს ნაბიჯს სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე და პირველ ეტაპზე გამოაცხადებს   მორატორიუმს სიკვდილით დასჯაზე,  ეს შექმნის დადებით განწყობას ბელორუსიის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მიმართ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მან ბელარუსის ელჩს  გააცნო ინფორმაცია, რომ  ევრონესტის სხდომაზე თავისი პოზიციები წარმოადგინეს ევროკავშირის მიერ მოპატიჟებულმა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ამ შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ ევროკავშირი მოიპატიჟებს ბელრუსის ოპოზიციას სამუშაო ჯგუფის ყოველ შეხვედრაზე. 

მან ასევე გააცნო სტუმარს სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება, რომ  გაძლიერდება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა როგორც ოპოზიციასთან, ისე ბელრუსის სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში ბელარუსის საელჩო  სისტემატიურად მიაწვდის ინფორმაციას ევრონესტს  და ევრონესტში ბელორუსიის სამუშაო ჯგუფის   ხელმძღვანელს გუგული მაღრაძეს ბელორუსიაში არსებული ვითარების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბელრუსსა და საქართველოს შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023 წლის ანგარიშები მოისმინა
27 მაისი 2024

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023 წლის ანგარიშები მოისმინა

მსგავსი

მაია ბითაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
20 მარტი 2024

მაია ბითაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
02 თებერვალი 2024

მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

დეპუტატებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
24 მარტი 2023

დეპუტატებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
22 თებერვალი 2023

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R