საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრი, დათო ლორთქიფანიძე „სამართლიანი ვაჭრობისა და ბიოთხილის წარმოების ღირებულების ჯაჭვის შექმნის“ პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აგრარულ საკითხთა კომიტეტი 21 Aug 2015
პარლამენტის წევრი, დათო ლორთქიფანიძე „სამართლიანი ვაჭრობისა და ბიოთხილის წარმოების ღირებულების ჯაჭვის შექმნის“ პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ვანის რაიონში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“, კოოპერატივებს ,,ძულუხი" და ,,ბუმერანგი777“, თხილის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და ორი მიკროავტობუსი გადასცა. კოოპერატივი ,,ძულუხი" დაფინანსებულ იქნა 36 000 ლარით, ხოლო კოოპერატივი ,,ბუმერანგი 777" 42 000 ლარით.

ინვენტარის გადაცემას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი დათო ლორთქიფანიძე ესწრებოდა, რომელმაც ფერმერებს მხარდაჭერა გამოუცხადა. შეხვედრას, აგრეთვე ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის ხელძღვანელობა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ივანე სანადირაძე.

ფერმერებს დახმარება გაეწიათ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS/EPER-ი, შვეიცარიული კომპანიები „სვის კრედიტი“ და „ანკა ფეარ თრეიდი“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე ფერმერთა ფინანსური მხარდაჭერა, სამართლიანი ვაჭრობისა და ბიოთხილის წარმოების ღირებულების ჯაჭვის შექმნის პროცესში მათი ჩართულობა.

ქვეყანაში რეგისტრირებული 1121 კოოპერატივიდან, ვანის რაიონში 25 კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 1 კოოპერატივი (,,თაფლი საჩინო") მეორე დონისაა. სულ, ვანის რაიონში, ექვს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული კოოპერატივი ფუნქციონირებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს
20 Jun 2025

პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს

მსგავსი

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ
20 Jun 2025

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა
04 Jun 2025

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა
29 May 2025

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა
29 May 2025

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R