საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 30 აპრილი 2025
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

28-30 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და თურქეთის პარლამენტის ორგანიზებით, ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის ერთობლივი სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, ტერორიზმთან ბრძოლა და ნატო-სთან თანამშრომლობა. ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარება.

დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა ნატო-ს მხრიდან ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებას და გაფართოვების საჭიროებას, ახალი უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვას და ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავებას.

შავი ზღვის რეგიონის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, შავ ზღვაში უსაფრთხოების გამოწვევები გაზრდილია, ხოლო ომის სამხედრო გზით მოგვარება არსებული ვითარებით, უპერსპექტივოა. შესაბამისად, ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას. დისკუსიისას ასევე აღინიშნა საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების და გაფართოვების აუცილებლობა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში 28 აპრილს გაიხსნა. გივი მიქანაძემ ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლის პროცესშიც აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციის 121-მა წარმომადგენელმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

მსგავსი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
08 ივნისი 2026

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R