პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში მდინარე ყოროლისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო
მაჟორიტარი დეპუტატები 07 ივნისი 2018

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ წულაძე მდინარე ყოროლისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნენ.
მდინარე ყოროლისწყალი პერმანენტულად პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას და ჯებირის მშენებლობა სწორედ მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დაიწყო.
