საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პირველი დამფუძნებელი კრების ოთხი ხელმძღვანელი პირი თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

მედია და საზოგადოება 25 May 2023
პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პირველი დამფუძნებელი კრების ოთხი ხელმძღვანელი პირი თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

„ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მინდა შემოგთავაზოთ, საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების ოთხი ხელმძღვანელი პარლამენტის თავისუფლების ორდენით დავაჯილდოოთ და ამით, ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატოთ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა იმ ღვაწლისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი რესპუბლიკისთვის საფუძვლის ჩაყრა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდებიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები - ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი.

შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, ასევე, აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლომთათიძეს ხვალ ტაშკენტიდან სამშობლოში გადმოასვენებენ.

„რამდენიმე წელია მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში გადმოგვესვენებინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი თავმჯდომარე ნიკოლოზ-კარლო ჩხეიძე თავმჯდომარედ არჩეული იქნა დაუსწრებლად, ვინაიდან დიპლომატიური მისიით, საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ევროპაში იმყოფებოდა და პარლამენტს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე ხელმძღვანელობდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა, ის დარჩა საქართველოში, ჩართული იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობებში, რის გამოც ის 1921 წელს დააკავეს და გადაასახლეს. ალექსანდრე ლომთათიძე უზბეკეთში, ტაშკენტის ციხეში 1924 წელს გარდაიცვალა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ალექსანდრე ლომთათიძეს 26 მაისს ჩამოასვენებენ და დაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 28 მაისს, 12.00 საათზე გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. ალექსანდრე ლომთათიძე დიდუბის სასაფლაოზე, შვილის გვერდით, პატივით დაიკრძალება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ და თენგიზ შარმანაშვილმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
15 Jun 2026

მაია ბითაძემ და თენგიზ შარმანაშვილმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მსგავსი

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
15 Jun 2026

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
15 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
15 Jun 2026

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R