საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „საქართველოს „პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში დადებითად შეაფასა

პლენარული სხდომები 24 ივნისი 2026
პარლამენტმა „საქართველოს „პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში დადებითად შეაფასა

პარლამენტმა „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინა, რომელიც პლენარულ სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ წარადგინა.

„მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება. ბოლო წლების სამართლებრივმა რეფორმებმა დადებითი გავლენა მოახდინეს სისხლის სამართლის უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პოლიტიკის აღსრულება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების გამოწვევებისა და საჭიროებების სწორ ანალიტიკას და დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, 2025 წელს განახლდა სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია რჩება.

მომხსენებელმა 2025 წელს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემაჯამებელ შედეგებსა და ცალკეული პრიორიტეტული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში მაღალი იყო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით, მკვეთრი მატებით იყო გამორჩეული. 

„ბოლო 6 წლის განმავლობაში სისხლისსამართლებრივი დევნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებით არის განპირობებული“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

მისი თქმით, 2025 წელსაც, ისევე როგორც წინა 5 წელს, თითქმის უცვლელი იყო გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკა - როგორიცაა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული და ოჯახში ძალადობა. 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სისხლისსამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ დაიწყო ნარკოტიკულ დანაშაულზე, რომლის წილმა 19,7% შეადგინა.


წინა წელთან შედარებით, ამ დანაშაულზე დევნის დაწყების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა, რის გამოც გავრცელებული დანაშაულების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა ბრალდების მხარდაჭერის შედეგებზე.


მისი ინფორმაციით, 2025 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განაჩენი გამოტანილია 20 922 პირის მიმართ, რაც წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის მიზეზად მომხსენებელმა ცალკეული დანაშაულების მიმართ ბრძოლის გაძლიერება დაასახელა.

გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა პროკურატურის მიერ დეკლარირებულ ცალკეულ დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმებისა და დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკის წახალისებისა და ზრდის პოლიტიკაზე, რაც ხელს უწყობს სწრაფ მართლმსაჯულებას, დაზარალებულის უფლებების დროულ აღდგენას და ზოგავს როგორც ადამიანურ, ისე მატერიალურ რესურსს. 

გენერალური პროკურორის ინფორმაციით, 2025 წელს პროკურატურა პრიორიტეტულად ზრუნავდა არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე.


„მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის მზარდი მაჩვენებლები ჩვენი გამოწვევაა“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ. 

გენერალურმა პროკურორმა ცალკეული გავრცელებული, პრიორიტეტული და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის წლიურ შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნარკოტიკული დანაშაული ყველაზე გავრცელებული დანაშაულების სათავეშია და პირველ ადგილზეა დევნის დაწყების მაჩვენებლით. 

„ქვეყნებს შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გამარტივებამ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და მოხმარების ზრდას. 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა, ხოლო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ გატარდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

მისი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, პროკურატურა მათ მიმართ დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებდა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ სასჯელს იყენებდა, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირებისა და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს.

მომხსენებელმა ბოლო წლებში თაღლითობის ჩადენის მაჩვენებლები მიმოიხილა.


​მისი ინფორმაციით, მოტყუების ხერხს, თაღლითების გარდა, აქტიურად იყენებენ კიბერდამნაშავეებიც. 2025 წელს, წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო კიბერდანაშაულის ფაქტებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი.

 
გენერალურმა პროკურორმა ვირტუალურ სივრცეში ინფორმაციის მიმოცვლისა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ - ოჯახურ დანაშაულზე და აღნიშნა, რომ ასეთი დანაშაულის მიმართ პროკურატურის პოლიტიკა კვლავაც მკაცრი იყო.

მომხსენებლის განცხადებით, ასევე მკაცრი იყო სისხლის სამართლის პოლიტიკა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულზე. 

„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულზე 242 პირის მიმართ დავიწყეთ დევნა. მათ წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგები სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას ცხადყოფს“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგებიც. მან საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა 3 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი. 

ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელმა გლობალურ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ მკაცრია მიდგომები უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის მიმართ, რომლის ჩამდენთა 80,3% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, უპრეცედენტოდ მაღალი იყო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე.

„საქართველოს პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყანაში დანაშაულის ჩამდენი სპეციალური სუბიექტების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ფულის გათეთრების, სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

მისი თქმით, პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა საგამოძიებო დანაყოფებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან აქტიურმა და კოორდინირებულმა თანამშრომლობამ. 

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2025 წელი გამორჩეული იყო უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობითაც როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე - გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და საფრთხეებზე კოორდინირებული რეაგირების გზით. 
​

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გენერალურმა პროკურორმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R