საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თავმჯდომარე 28 ნოემბერი 2025
პარლამენტში კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და მწერალთა კავშირის ერთობლივი ორგანიზებით, მარო მაყაშვილის მამის, მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„დღეს, ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ იმგვარ დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყანაში, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, ქართველთა მრავალი თაობა. დღეს ღმერთმა ჩვენ გვარგუნა წილად საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კულტურის გაფრთხილება, აღორძინება და მომავალ თაობებზე გადაცემა. კოტე მაყაშვილის ოჯახმა და შტომ ამ წმინდა საქმისთვის გაიღო ყველაფერი, თავისი სიცოცხლით, თავისი შრომით, თავისი ნიჭითა და თავდადებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კოტე მაყაშვილის ხანმოკლე ცხოვრება საქართველოს საუკუნის წინანდელ ბობოქარ ქარტეხილებს დაემთხვა.

„სწორედ ამიტომ, კოტე მაყაშვილის გახსენებისას, ჩვენ პირველ რიგში გვახსენდება ის ეპოქა, როდესაც იქმნებოდა და იჭედებოდა თანამედროვე ქართული იდენტობა, როდესაც ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზაზე, საზოგადოების ასპარეზზე, არაერთი გულმხურვალე და გამოჩენილი მამულიშვილი წარმოსდგა და თავის კვალი დაატყო ქართლის ბედს. კოტე მაყაშვილის ცხოვრება პირდაპირ ასახავს ყველა იმ განსაცდელსა და წინააღმდეგობას, სიხარულსა თუ გამარჯვებას, რაც საქართველომ განვლო - თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, საქართველოს გასაძლიერებლად, მისი სახელმწიფოებრიობისა თუ კულტურის აღსაზევებლად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კოტე მაყაშვილი წარმოადგენს ქართველი ინტელიგენტის სახეს, რომელმაც ბოლომდე უერთგულა თავის ქვეყანას, არ მიატოვა ქვეყანა, თავისი შვილის საფლავი, რომლის სიყვარულმა და დანაკლისმა მძიმედ დააავადმყოფა და საბოლოოდ შეიწირა კიდეც.

„მიუხედავად მარცხისა, რითიც საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობა დასრულდა, კოტე მაყაშვილმა განაგრძო ქართული მწერლობისა და კულტურის მსახურება, მისი თაოსნობით შეიქმნა მწერალთა კავშირი და ქართული ხელოვნების მომავალ თაობებს ასპარეზი გაეხსნათ. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი იყო მისი შვილიც, შალვა მაყაშვილიც, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე ემსახურა ქართულ მხატვრობას. თითქოს სიმბოლურია, რომ შალვა მაყაშვილი, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების დღეს, როდესაც გადაწყდა კიდეც დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ მიმართა.

„რომ არა ილია ჭავჭავაძე, არ გვექნებოდა ჩვენი ეროვნული აზროვნება, რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი - არ გვექნებოდა ჩვენი საგანძური, რომ არა ანზორ ერქომაიშვილი - არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანი მუსიკა და სწორედ ამ ადამიანების რანგში დგას დიდი კოტე მაყაშვილი - ჩვენი დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ალბათ ის, როგორც ადამიანი, როგორც მშობელი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო, რადგან მან ქართველ ერს და ჩვენს ქვეყანას ეროვნული გმირი - მარო მაყაშვილი აჩუქა.
ის იყო ადამიანი, რომელმაც მრავალი ორგანიზაცია და ფონდი ჩამოაყალიბა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობების ასპარეზი ჰქონოდათ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.

„კოტე მაყაშვილისა და მისი ოჯახის სახელი ასოცირდება ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენასთან, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა - იძულებით მოხდა მისი გასაბჭოება და ქვეყანა თავის ბუნებრივი განვითარების გზას ასცდა. ძალიან ბევრია დაწერილი ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მონაკვეთზე, მაგრამ მხოლოდ კოტე მაყაშვილის ერთი სტრიქონი რომ დარჩენილიყო, ეს სტრიქონიც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ დაგვენახა და შეგვეგრძნო თებერვლის ის სუსხი - „თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“. აქ ჩანს ქართველი ადამიანის, ჩვენი ხალხის და საზოგადოების მთელი ტრაგედია და ამ ყველაფერთან ასოცირდება კოტე მაყაშვილის ოჯახის ტრაგიკული ბედიც“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს: მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა რევაზ მიშველაძემ, ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატმა და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი წიგნის რედაქტორმა ზაალ ბოტკოველმა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა ბადრი ქუთათელაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R