საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

პლენარული სხდომები 31 მარტი 2023
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე, ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წარდგა.


მოხსენების დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ბუჩას ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.


პრეზიდენტის თქმით, ეს დღე გამოსვლისთვის სიმბოლურად შეირჩა.


„31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა. „აღსრულდა ნება ქართველი ერისა,“ - ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება. თქვენ წინაშე გამოსვლისთვის, სწორედ, ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე, როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი მიმოიხილა.


მისი შეფასებით, ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა ასცდა ძირითად ღირებულებებს და ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია.


სალომე ზურაბიშვილმა კრიტიკულად შეაფასა დაჩქარებული წესით მიღებული რიგი კანონები და ხელისუფლების გადაწყვეტილებები.


პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემის გავლენები.


მისი თქმით, ეს ყველაფერი არ ემსახურება ქვეყნის გაძლიერებას და მოქალაქეების კეთილდღეობას. მისივე თქმით, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული.


სალომე ზურაბიშვილი რეკომენდაციების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ევროპულ რეკომენდაციებში არაფერია უცხო, არ არსებობს გაუცხოების საფრთხე.


პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული რეკომენდაციები ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია.


სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი“.


„ასეთ ვითარებაში, სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას. დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისუფლებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდატს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს. გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არც ერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის. ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სხდომა რეგლამენტის თანახმად, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეების გამოსვლებით გაგრძელდა.


​რიგგარეშე სხდომას მთავრობის წევრები, დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სასულიერო პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
15 ივნისი 2026

მაია ბითაძემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
15 ივნისი 2026

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
15 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა
15 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
15 ივნისი 2026

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R